logo_geo
eng_logo
ნენსი პელოსი ჩინეთის პრეზიდენტზე: სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა
- +

9 აგვისტო. 2022. 19:07

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა.

 

„მე ვფიქრობ, რომ ის მყიფე კრიზისშია. მას პრობლემები აქვს ეკონომიკასთან დაკავშირებით. ის შეშინებული ხულიგანივით იქცევა“, - აღნიშნა პელოსიმ.

 

მან, ასევე, დასძინა, „ჩინეთის პრეზიდენტი ჩვენს განრიგს არ ადგენს“.

 

ცნობისთვის, პელოსი აშშ-ის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებიდან პირველია ბოლო 25 წლის განმავლობაში, ვინც ტაივანს ეწვია. ვიზიტმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner