logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ყირიმში აეროდრომზე თავდასხმა არავის განუხორციელებია და საბრძოლო მასალა აფეთქდა
- +

9 აგვისტო. 2022. 19:17

 

 

ყირიმის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ აეროდრომზე თავდასხმა არავის არ განუხორციელებია, არამედ მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია.

 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

 

„დაახლოებით, 15:20 საათზე აეროდრომ „საკის“ ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტ ნოვოფიოდოროვკას რაიონში საცავში მოხდა ზოგიერთი საავიაცო საბრძოლო მასალის დეტონაცია.

 

მიმდინარეობს გაჩენილის ხანძრის ჩაქრობისა და აფეთქების მიზეზის დადგენის სამუშაოები. ადგილიდან მოწოდებული ანგარიშის თანახმად, აეროდრომზე არანაირი ცეცხლისმიერი ზემოქმედება არ განხორციელებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში, ასევე, აღნიშნავენ, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და საავიაციო ტექნიკა დაზიანებული არ არის.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ყირიმში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია საკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვიქტორია კაზმიროვამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აფეთქებები აეროდრომზე მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner