logo_geo
eng_logo
კიეველ კაცს, რომელიც რუსებისთვის ჯაშუშობდა, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- +

9 აგვისტო. 2022. 19:38

 

 

კიევის ოლქის სოფელ პერემოგაში მცხოვრებ კაცს, რომელიც რუსებისთვის ჯაშუშობდა, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წერს უკრაინული მედია.

 

ამავე ინფორმაციით, კიევის ოლქის მცხოვრები საომარი მდგომარეობის პირობებში ჩადენილი ღალატისთვის გაასამართლეს.  სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ქონებასაც ჩამოართმევენ.

 

პროკურატურამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ მსჯავრდებულმა  პერემოგას ოკუპაციის დროს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელება გადაწყვიტა. მან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებისგან პირადი უსაფრთხოების გარანტია მიიღო.

 

გარდა ამისა, მამაკაცმა ოკუპანტებს აცნობა ტერიტორიული თავდაცვის საგუშაგოების ადგილმდებარეობის შესახებ, მან ასევე შეასრულა რუსი სამხედროების სხვადასხვა დავალებები.

 

მამაკაცი განაჩენის საბოლოო დასრულებამდე პატიმრობაში იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner