logo_geo
eng_logo
უკრაინელებმა ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მიიღეს
- +

9 აგვისტო. 2022. 19:51

 

 

2021 წელს 875 800 უკრაინელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბინადრობის ნებართვა მიიღო, ამას მოწმობს ევროსტატის მონაცემები. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

 

უკრაინელებზე ბინადრობის ნებართვის 83% პოლონეთმა გასცა. უკრაინელებისთვის ნებართვის გაცემის მთავარი მიზეზი დასაქმება იყო, საბუთების უმრავლესობა სწორედ ამ მიზეზით გაიცა.

 

მიღებული ნებართვების რაოდენობით მეორე ადგილზე არიან მაროკოს და ბელორუსის მოქალაქეები. საერთო ჯამში, 2021 წელს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებზე თითქმის 2,952,300 ბინადრობის ნებართვა გაიცა.

 

აღნიშნული რიცხვი 2020 წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა. პოლონეთის შემდეგ ბინადრობის ყველაზე მეტი ნებართვა ესპანეთმა და საფრანგეთმა გასცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner