logo_geo
eng_logo
ალექსი არესტოვიჩი: რუსების ჩვევა მოწიონ „ასაფეთქებლის“ სიახლოვეს, საბოლოოდ მათ დაღუპავს - ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი, კრემლი უნდა მოემზადოს?
- +

9 აგვისტო. 2022. 20:05

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი რუსული მხარის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა მტკიცებითაც, ყირიმის აეროდრომზე აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია და არა დარტყმამ უკრაინის მხრიდან.

 

როგორც არესტოვიჩმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რუსებს „ასაფეთქებლების“ სიახლოვეს მოწევა დაღუპავს.

 

„რუსების ჩვევა მოწიონ „ასაფეთქებლის“ სიახლოვეს, საბოლოოდ მათ დაღუპავს. რაც დამახასიათებელია ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

ცნობისთვის, დღეს „საკის“ აეროდრომზე აფეთქება მოხდა. უკრაინული საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ აეროდრომზე საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა და დარტყმა არავის განუხორციელებია.

 

სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner