logo_geo
eng_logo
უკრაინის ვიცე-პრემიერი: დღევანდელი აფეთქება ნოვოფიოდოროვკაში, კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი
- +

9 აგვისტო. 2022. 20:53

 

 

დღევანდელი აფეთქება ნოვოფიოდოროვკაში, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, ვისია ყირიმი,- ამის შესახებ უკრაინის ვიცე -პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერესჩუკმა განაცხადა.

 

„დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, ყარაიტები და კრიმჩაკები. და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფიოდოროვკაში კიდევ ერთი შეხსენება იმისა, ვისია ყირიმი. ის უკრაინისაა!“, - განაცხადა ვერესჩუკმა.

 

ცნობისთვის, დღეს „საკის“ აეროდრომზე აფეთქება მოხდა. უკრაინული საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ აეროდრომზე საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა და დარტყმა არავის განუხორციელებია.

 

სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფიოდოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner