logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: საბჭოთა კავშირზე მეოცნებე „ლენილელები” ვერასოდეს გახდებიან ეროვნულები!
- +

9 აგვისტო. 2022. 21:48

 

 

 „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

 

„ნამდვილი ეროვნულობა არის ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეები!

 

საბჭოთა კავშირზე მეოცნებე „ლენილელები” ვერასოდეს გახდებიან ეროვნულები!

 

ისინი კომუნისტები არიან,სოციალისტები,მარქსისტი-მემარცხენეები.პლეხანოვის და მარქსის „კაპიტალის” მეხოტბეები, СССР -ის აღდგენის მსურველები!

 

ამიტომ უნდა გაიმიჯნოს პრო-კომუნისტურ-პრორუსული და შავრაზმული ძალები ჭეშმარიტად ეროვნული ძალებისგან!

 

ის რომ არც მათ მოწონთ ლიბერალიზმი და ლიბერასტობა არავითარ შემთხვევაში ან ნიშნავს იმას,რომ ისინი ეროვნულები არიან.ისინი სოციალისტ-მემარცხენეები არიან!

 

რისთვის დამჭირდა ამის ახსნა - უამრავი წერილი მომდის თხოვნებით გაერთიანების შესახებ.მიუხედავად იმისა რომ ბევრ კომუნისტს თუ მემარცხენეს პიროვნულად პატივს ვცემ - ზვიად გამსახურდიას იდეების ერთგული პოლიტიკური ჯგუფები ვერასოდეს გავერთიანდებით СССР-ის აღდგენის მომხრე პრორუსულ ძალებთან!

 

ვერც ისეთ ძალებთან ვითანამშრომლებთ,რომლებიც თვლიან რომ საქართველო არაა ოკუპირებული.საქართველოს ძირძველი კუთხეები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობი აღდგენა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა!

 

ამავე დროს კატეგორიულად ვემიჯნებით და ვუპირისპირდებით სოროსულ-ლიბერალურ ძალებს,რომლებიც მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.ებრძვიან ქრისტიანობას და ეკლესიას.მათი ქმედებები მოღალატეობრივია!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner