logo_geo
eng_logo
ლუკაშენკო: არ ვართ მზად ევროკავშირის ბაზრის დატოვებისთვის
- +

9 აგვისტო. 2022. 22:56

 

 

ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანამ არ უნდა დატოვოს ევროკავშირის ბაზარი. ამის შესახებ „ზერკალო“ წერს.

 

ლუკაშენკომ არასწორი უწოდა რიტორიკას, რომლის თანახმადაც ბელორუსმა მხოლოდ მეგობრულ ქვეყნებთან უნდა იურთიერთოს.

 

„არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ვერ დავტოვებთ ევროკავშირის ბაზარს. მათთან უნდა იმუშაო. პოლიტიკოსების რისხვა უკვე უკანა პლანზე მიდის. ბიზნესი არის ბიზნესი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

 

ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ დასავლეთი დაინტერესებულია ბელორუსთან თანამშრომლობის განახლებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner