აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შესაბამისად, აშშ გახდა ალიანსის წევრი 23-ე ქვეყანა, რომელმაც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს.