თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე და ზურაბ იაკობიშვილი რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდნენ.
ზურაბ იაკობიშვილი მერვედფინალში ნიგერიელ ამას დანიელს შეხვდა და ანგარიშით 2:1 მოუგო.
მეოთხედფინალში ქართველი ათლეტი იტალიელ ფრანკ მარკეს ჩამიზოს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ოდიკაძეს, ის მერვედფინალში სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევს შეხვდა და ანგარიშით 8:1 დაამარცხა.
მეოთხედფინალში ოდიკაძე ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს შეხვდება.