უკრაინის თავდაცვის უწყება ყირიმში აეროდრომზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას მიმართავს და სახიფათო ადგილებში მოწევისგან თავშეკავებას ურჩევს.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეახსენებს რუსეთს ხანძარსაწინააღმდეგო წესებს და სახიფათო ადგილებში მოწევის აკრძალვას.
ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე დამახასიათებელი „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბამბის ტანსაცმელი ძალიან ჰიგიენურია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებაში.