logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია კრიტიკულ მედიაზე: არის აშკარა კანონდარღვევა, შეგნებულად აქვთ ატეხილი ისტერია, რომ თავი მსხვერპლად გამოიყვანონ, მგონი წავიდა ის დრო, თუ დააშავებ, აუცილებლად მოგეთხოვება
- +

10 აგვისტო. 2022. 13:56

 

 

„სჯის რას ნიშნავს? ყველა რომ კანონის წინაშე თანასწორია, რაიმე ახალია? არ არის ჯერ საარჩევნო პერიოდი, იკრძალება მსგავსი რეკლამები და არ უნდა მოხდეს რეაგირება? ტრამპის ოფისში შევიდნენ კანონის დაცვის კუთხით და ესენი როდემდე უნდა თვლიდნენ საკუთარ თავს ზე-აღმატებულად?“ -  ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია ტელეკომპანია „მთავარის“, „TV პირველისა“ და „ფორმულა“-ს განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლების დავალებით მათ კომუნიკაციების კომისია დასჯის აქციის, „შინ ევროპისკენ“ სარეკლამო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებისთვის.

 

მისი თქმით, შეგნებულად აქვთ ატეხილი ისტერია, რომ თავი მსხვერპლად გამოიყვანონ.

 

„სჯის რას ნიშნავს? ყველა რომ კანონის წინაშე თანასწორია, რაიმე ახალია? არ არის ჯერ საარჩევნო პერიოდი, იკრძალება მსგავსი რეკლამები და არ უნდა მოხდეს რეაგირება? ტრამპის ოფისში შევიდნენ კანონის დაცვის კუთხით და ესენი როდემდე უნდა თვლიდნენ საკუთარ თავს ზე-აღმატებულად? არის აშკარა კანონდარღვევა და შეგნებულად აქვთ ატეხილი ისტერია, რომ თავი მსხვერპლად გამოიყვანონ, მაგრამ, მგონი წავიდა ის დრო, თუ დააშავებ, აუცილებლად მოგეთხოვება, ტელევიზია იქნები თუ პარტია. არ გაგივათ - ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს

 

პ. ს: ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“, არასაარჩევნო პერიოდში, სატელევიზიო ეთერში გაუშვეს პოლიტიკური რეკლამა, რაც კანონით არის აკრძალული. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ მათი უკანონო ქმედება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაასაჩივრა“, - წერს ლატარია ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner