logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ხელჩართულ ბრძოლამდე საქმეს არ მივიყვანთ!
- +

9 მარტი. 2016. 10:00


საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთება შესაძლოა ვერ განხორციელდეს, რადგან ამ ცვლილების განხორციელებას პარლამენტართა ¾-ის ხმები სჭირდება.


„პირველი მე ვიყავი, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას ხელი მოვაწერე. ვუჭერდი, ვუჭერ და მომავალშიც მხარს დავუჭერ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი ქორწინებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას ან „ნაციონალურ მოძრაობას", რამდენიმე კაცი შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. ძირითადად, ალბათ თავს შეიკავებენ. ამიტომ ეჭვი მეპარება, გავიტანოთ ეს საკითხი, თუმცა მცდელობა ცუდი არასოდეს არ არის. ბოლოს და ბოლოს, ეს აჩვენებს, ვინ უჭერს მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას და ვინ არა, ვინ არის ჩვენი ტრადიციისა და ღირებულებების მიმდევარი. დღეს არ გვემუქრება საფრთხე, მაგრამ მსურს, ეს საფრთხე არც ხვალ და არც ზეგ არ დაგვემუქროს", - განუცხადა „რეპორტიორს" დეპუტატმა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რესპუბლიკური პარტიის განსხვავებული პოზიცია ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, კოალიციის დაშლის მიზეზი ვერ გახდება და ეს არც დაპირიპირებას წარმოშობს გუნდში.


„არ მგონია, ეს საკითხი კოალიციის დაშლის მიზეზი გახდეს. გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები ადრეც გვქონია, შეიძლება, მომავალშიც გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, კამათი, მსჯელობა გვექნება, მათ თავიანთი არგუმენტები ექნებათ, ჩვენ ჩვენი, მაგრამ ხელჩართულ ბრძოლამდე საქმეს არ მივიყვანთ და არც კოალიციის დაშლის საფრთხე დადგება", - აღნიშნა დეპუტატმა.



ცნობისთის, რესპუბლიკური პარტია ვერ ხედავს აუცილებლობას, კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner