logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძემ ტურისტულ მარშრუტში - „გურული დღიურების გზა“ მიიღო მონაწილეობა
- +

21 აგვისტო. 2016. 18:28



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სტუმრებთან ერთად ტურისტულ მარშრუტს - „გურული დღიურების გზას" შეუერთდა.  გომისმთა, შემოქმედი, აჭის და ლიხაურის მონასტრები, ჯუმათის ეკლესია, ანასეული, მენაბდის მარანი, გურიელის მწვანე ოქრო - ჩაის პლანტაციები, ჯიხეთი, ასკანის ციხე, ჩხავერის ვენახები ბახვში და ულამაზესი ვაკიჯვარი... ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიმდიდრის, რაც გურიაში ჩასულ სტუმარს შეუძლია ნახოს.   


გურიის ტურისტული და საკურორტო პოტენციალის რეალიზება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარების ხელშეწყობა არჩილ თალაკვაძემ ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner