ავტორი ბაკურ სვანიძე
კი არაფერი, მაგრამ... კაცო, ზოგიერთი ისეთის ფეისბუქ-კედლებს გადავაწყდი - 2008 წლამდე იგორ გ ი ო რ გ ა ძ ი ს ახლოს ტრიალებდნენ...
2008 წლის მერე, პირდაპირ ნინო ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ი ს პარტიაში იყვნენ და პ უ ტ ი ნ ს ლამის საქართველოს „მფარველ ანგელოზად“, ხოლო რ უ ს ე თ ს „გაბუტულ მეგობრად“ მიიჩნევდნენ...
მე სწორედ რუსეთის მიმართ ასეთი ზედმეტად „დამთმობ“ მიდგომების გამო ვთქვი უარი ბურჯანაძის აქტივისტობაზე, არადა სამჯერ პირადად შემხვდა და ვისაუბრეთ... კიბატონო, არავის არ განვსჯი, ასე მიაჩნდათ საჭიროდ ასე მოიქცნენ...
მაგრამ, ახლა რომ პ ო ს ტ ა ვ ე ნ - „არიქა, რუსეთი ასეთი და ისეთიო“, „"ო მ ი ს რატომ გეშინიათო?“, „ეს მ თ ა ვ რ ო ბ ა ჩამჯმელიაო“, „უნდა გვახსოვდეს თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ა ო“ და ა.შ. კაცო, ეგ თავმოყვარეობა მაინცდამაინც მაშინ გაგახსენდათ, როცა ღ ა რ ი ბ ა შ ვ ი ლ ი ა პრემიერი და ყველანაირად ცდილობს მ შ ვ ი დ ო ბ ი ს შენარჩუნებას?
„პაკლონნაია გარაზე“ 2010-ში ციოდა და ტვინი გაგეყინათ და ვერ ფიქრობდით თავმოყვარეობაზე? თუ იმდენად ყინავდა, რომ პირდაპირ თავმოყვარეობა გაგეყინათ?