logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ გაამართლა ვინმე ლევან ბიძინაშვილი, რომელიც „კანონიერი ქურდის“ გიორგი ხატიაშვილის, „ჯეკოს“ მოკავშირეა
- +

10 აგვისტო. 2022. 16:40

 

„მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ მართლმსაჯულება თავზე გადაიხია. მან გაამართლა ვინმე ლევან ბიძინაშვილი, რომელიც კანონიერი ქურდის გიორგი ხატიაშვილის „ჯეკოს“ მოკავშირეა. ის წლების განმავლობაში ატერორებდა მშრომელ გლეხს ხორბლის აღების ყოველ სეზონზე. თავად ანაწილებდა, რამდენი ტონა ხორბალი უნდა შეეწირათ „ობშიაკისთვის“ და ვის რომელი მიწა უნდა დაეთმო მათთვის. ლოგიკურია, მისი დაჭერის შემდეგ დაისვენა სოფელმა და მშრომელმა გლეხმა, ახლა კი ყველაფერი თავიდან დაიწყება!“ - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოსამართლეთა „კლანს“ მამუკა წიკლაურის (ზვიადაურის საქმის მოსამართლე) შემდეგ ალექსანდრე ლომიძეც შეუერთდა.

 

„ამ საქმის შემდეგ დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდა მოსამართლე ალექსანდრე ლომიძის მიმართ. „ნაციონალური მოძრაობის“ მოსამართლეთა „კლანს“ მამუკა წიკლაურის (ზვიადაურის საქმის მოსამართლე) შემდეგ ალექსანდრე ლომიძეც შეუერთდა. მანტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ საქმის მკეთებელთა ლიგა შეიკრა. ვინ იქნება შემდეგი?! საინტერესოა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner