კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 117 566 ლარია.
სოფელში მისასვლელი გზა ამორტიზირებულია, მხოლოდ მცირე ნაწილზე ფრაგმენტებად არის შემორჩენილი ასფალტ-ბეტონის საფარი. გადაადგილება უჭირს როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა 3219 გრძ.მეტრზე.
პროექტი გარდამავალია, ითვალისწინებს გზის რეაბილიტაცია-მოასფალტებას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
პროექტი გარდამავალია, ითვალისწინებს გზის რეაბილიტაცია-მოასფალტებას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით შეძლებს გადაადგილებას.