logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე მოსამართლე ლომიძეზე: ჯერ სიუჟეტები აკეთეს და ბოლოს გვირგვინად აქციეს მოსამართლის გამამართლებელი განაჩენი
- +

10 აგვისტო. 2022. 16:46

 

 

„ჯერ „ტვ-პირველმა“ სიუჟეტები მიუძღვნა დაუსრულებელ სასამართლოს და უკანონოდ დაკავებული დაარქვა ადამიანს, რომელზეც უამრავი ეჭვი და ვერსია არსებობს. მოეკითხათ, ვინ არის, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ ადამიანზე, თუმცა „ჭუტავიზიას“ და ჩვენ საამაყო „კრიტ-მედიას“ რეალობა არ ადარდებს, მთავარია სკანდალი, „ფეიკი“ და დაძაბულობა შექმნან საზოგადოებაში“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მოსამართლე ალექსანდრე ლომიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მან კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი 8-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.

 

ქადაგიძის თქმით, ეს საქმეც კლასიკური ამბავია, ჯერ სიუჟეტები აკეთეს და ბოლოს გვირგვინად აქციეს მოსამართლის გამამართლებელი განაჩენი.

 

„რამდენიმე თვის წინ ვრცელი წერილი მქონდა ე.წ „ამბოხებულ მოსამართლეებზე“ და სასამართლოში არსებულ ნაც-გავლენებზე... ჰოდა, ეს ბატონიც იმ ჯგუფის წევრია... რაღა უნდა მომხდარიყო და აჰა საინტერესო გადაწყვეტილებაც მივიღეთ... ჯერ იყო „ტვ-პირველმა“ სიუჟეტები უძღვნა დაუსრულებელ სასამართლოს და უკანონოდ დაკავებული დაარქვა ადამიანს, რომელზეც უამრავი ეჭვი და ვერსია არსებობს, რომ ფიგურირებს არაერთ გარჩევასა და გლეხების რეკეტში. ან ადგილზე მოეკითხათ, ვინ არის, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ ადამიანზე და რეალურად ფიგურირებს თუ არა სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა „ჭუტავიზიას“ და ჩვენ საამაყო „კრიტ-მედიას“ რეალობა არ ადარდებს, მთავარია, სკანდალი, „ფეიკი“ და დაძაბულობა შექმნან საზოგადოებაში... ეს საქმეც კლასიკური ამბავია, ჯერ სიუჟეტები აკეთეს და ბოლოს გვირგვინად აქციეს მოსამართლის გამამართლებელი განაჩენი... ისე, ეს მოსამართლე მხოლოდ პოლიტქულას დასჯერდა თუ რაიმე მატერიალური სარგებელიც ნახა ნეტავ?

 

P.S. აბა, სასამართლოს ხელისუფლება აკონტროლებსო?! ესაა კონტროლი? თუ როცა გინდათ, ხან ასე და ხან ისეა? თქვენი აღქმების პოლიტიკა არ მუშაობს, გაიგეთ, რა!“ - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner