დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ქართული ფოლკლორის დიდ მოამაგეს, გენიალურ ლოტბარს და მუსიკოსს ანზორ ერქომაიშვილს დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში პატივი მივაგეთ მის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მისი ღვაწლი, რომელიც ფასდაუდებელია“,- აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.