უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ივლისის თვეში უკრაინაში რუსი ჰაკერების 203 კიბერშეტევა დაფიქსირდა.
როგორც ცნობილია, კიბერშეტევის რაოდენობა გაიზარდა სახელმწიფო მართვის წარმომადგენლებსა და ფინანსურ დაწესებულებებზე, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინელების სიცოცხლე.
„მაშინ როდესაც ოკუპანტების ჯარი აძლიერებს თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან ქალაქებზე, რუსი ჰაკერები „მხარს უჭერენ“ ამ თავდასხმებს კიბერსივრცეში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.