რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო იუწყება.
„მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ. ველოდებით განახლებულ სიახლეებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდოა, რომ ოკუპანტები დაბომბვის შედეგად დანგრეულ სახლებს აფეთქებენ, რომელთა აღდგენა შეუძლებელია.