7-9 აგვისტოს, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერით, ბათუმში გამართულ უძლიერეს მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტის კბილებით გაწევაში გინესის რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა MAN TGX–ის 16-ტონიანი სატვირთო ავტომობილი კბილებით გასწია და არსებული რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აქამდე რეკორდი ეგვიპტელ ათლეტს ეკუთვნოდა, რომელმაც 15 ტონისა და 730 კილოგრამის გაწევა შეძლო.
გინესის რეკორდსმენი ბაგრატ ჟღენტი: „განსაკუთრებულად ვემზადებოდი და სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობდი რეკორდის დასამყარებლად. ძალიან დამეხმარა გულშემატკივართა ემოციები, მათი გამამხნევებელი შეძახილები და შევძელი დასახული მიზნის მიღწევა. მომავალში ვაპირებ რეკორდის გაუმჯობესებას“.
გინესის რეკორდის დამყარების გარდა, საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, ევროპის ღია გუნდური თასი უძლიერეს მამაკაცთა შორის სხვადასხვა დისციპლინებში ჩატარდა. შეჯიბრებაში მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 25 სპორტსმენი მონაწილეობდა.
მოუხერხებელი მორის აწევაში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სამივე წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. საქართველოს ნაკრები ლიდერი იყო მძიმე წონის სწრაფ აწევასა და გადაადგილებაშიც. სპორტსმენებმა გამარჯვება აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს.
ტურნირი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერითა და სპონსორობით გაიმართა. კომპანია ძალისმიერი სპორტის აქტიური მხარდამჭერია და მის განვითარებაზე წლებია ზრუნავს.
„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ლიდერი კომპანიაა სატვირთო ავტომობილების, პროდუქტებისა და სერვისის მიმართულებით. კომპანია 2006 წელს დაარსდა და სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.