რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში გამოჩენილი „სიმამაცისთვის“ რუს სამხედროებს ოქროს ვარსკვლავის მედლები გადასცა.
შოიგუმ სამხედროებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „დაცვისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„გილოცავთ ამ ჯილდოს მიღებას, ჩვენი სამშობლოს მიერ თქვენი ღვაწლის დაფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კვლავაც ერთგულად ემსახურებით სამშობლოს და კიდევ ბევრ სიკეთეს, კეთილ და მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. გულით გილოცავთ და გისურვებთ ყოველ ჯერზე სახლში მშვიდობიანად დაბრუნდეთ“, - განაცხადა შოიგუმ.