რუსულმა Mi-8 ტიპის ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
მომხდარს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და რუსეთის ელჩი შეხვედრაზე დაიბარა.
„ესტონეთის თვალსაზრისით, ეს არის ძალიან სერიოზული და სამწუხარო შემთხვევა, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები", - აცხადებენ სამინისტროში.
რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კვლავ მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და საერთაშორისო სამართალს.