ზაპოროჟიეს ოლქში დროებით ოკუპირებულ ვასილივკაში რუსულ ბლოკპოსტთან ევაკუაციის რიგში მყოფი 10 ადამიანი გარდაიცვალა. ისინი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ავრცელებს.
„გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 ადამიანი შეადგინა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ევაკუაციამდე ვერ გაძლო“, - განაცხადა ფედოროვმა.
მისივე მონაცემებით, ვასილივკაში ბლოგპოსტთან ათასზე მეტი ავტომობილი რჩება, რომლებიც ევაკუაციის შესაძლებლობას ელიან.
როგორც ცნობილია, ვასილიევკას გავლით უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან ადამიანები ბერდიანსკიდან, ვასილივკადან და მელიტოპოლის რაიონებიდან და ასევე ხერსონისა და დონეცკის ოლქებიდან.
1 აგვისტოდან ოკუპანტებმა აღნიშნულ ადგილას გავლის წესები გაამკაცრეს. ახლა საჭიროა სპეციალური საშვის ქონა, რომლის აღებაც შესაძლებელია ოკუპანტების სარდლობაში.