ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ რუსებისთვის ევროკავშირის ვიზების აკრძალვას მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, აღნიშნული მოქმედება ეფექტური სანქცია იქნება.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერება შეიძლება იყოს კიდევ ერთი ეფექტური სანქცია.
ჩეხეთი იყო ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შეაჩერა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ეს მოხდა 24 თებერვლის შემდეგ მეორე დღეს. მალე რესპუბლიკამ აკრძალვა ბელარუსის მოქალაქეებზეც გაავრცელა. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ვიზების გაცემა შესაძლებელია ჰუმანიტარული მიზეზების გამო“, - განაცხადა მინისტრმა.