logo_geo
eng_logo
ანდრეი ერმაკი: სრულმასშტაბიანი ომის აქტიური ეტაპი ზამთრისთვის უნდა დასრულდეს
- +

10 აგვისტო. 2022. 23:15

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის აქტიური ფაზა ზამთრის წინ უნდა დასრულდეს.

 

მისივე თქმით, რაც უფრო მეტ ხანს დარჩებიან რუსები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით უფრო რთული იქნება მათი დეოკუპაცია.

 

„ზამთრამდე აქტიური ფაზის დასრულება რთული და ამბიციური ამოცანაა, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დეოკუპაციის მიზნის მისაღწევად.

 

რაც უფრო მეტ ხანს დარჩებიან რუსული ჯარები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეეცდებიან იქ დამკვიდრებას, მით უფრო რთული იქნება ამ ტერიტორიების დეოკუპაცია“, - განაცხადა ერმაკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner