logo_geo
eng_logo
კონგრესმენი გრეგ სტიუბი: გასაკვირი არ არის, რომ მოსამართლე, რომელმაც ხელი მოაწერა ტრამპის სახლის ჩხრეკის ორდერს, ობამასა და „დემოკრატების“ მხარდამჭერია
- +

11 აგვისტო. 2022. 00:38

 

 

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, გრეგ სტიუბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში სამართალდამცველების რეიდი პოლიტიკური თავდასხმაა არა მხოლოდ ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ჯო ბაიდენის მთავარ კონკურენტზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

„რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ მოსამართლე, რომელმაც ხელი მოაწერა ტრამპის სახლის ჩხრეკის ორდერს, ობამასა და „დემოკრატების“ მხარდამჭერია. ტოტალიტარულ რეჟიმში შევედით ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად, რომელიც კონსერვატორებისთვის ომის გამოცხადებას აპირებს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

 

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

 

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

 

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

 

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner