logo_geo
eng_logo
გლდანის რაიონში ორი სკვერი მოეწყო
- +

11 აგვისტო. 2022. 11:55

 

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის IVა მიკრორაიონის N15-16 კორპუსებთან და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩის N26  (ყოფილი ხიზაბავრის)   საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ  სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

 

პროექტის შედეგად ორივე სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო, მათ შორის განთავსდა  ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე,  ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

 

ორივე სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე  დაიხარჯა.

 

დასრულებულ სამუშაოებს  გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner