logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე პოდოლიაკის განცხადებაზე: ერთადერთი, ვინც ტონი უნდა შეარბილოს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან
- +

11 აგვისტო. 2022. 15:06

 

 

„მთავარმა არხმა“ მიხეილ პოდოლიაკის ინტერვიუ გაავრცელა, პოდოლიაკს, მეტად „მნიშვნელოვანი“ თანამდებობა უკავია, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი. ერთის მხრივ, გაუგებარია, მასთან ინტერვიუს რატომ წერენ, მეორეს მხრივ კი გაკვირვებას პოდოლიაკის სიტყვები იწვევს, რომელიც ზედმეტად თამამ განცხადებას აკეთებს, ის ეხება საკითხებს, რომელზე საუბარიც მისი კომპეტენცია არ არის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმად პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეიცვალონ.

 

ჩიხელიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ საკუთარი გამრუდებული პოზიციის გამო, რომლებიც საკუთარ განცხადებებს სიცრუეზე და ცილისწამებაზე აგებენ

 

„როგორც პოდოლიაკმა განაცხადა, მას ქართველი პოლიტიკოსების ტონი არ მოსწონს, აუცილებელია ტონის შერბილება. ამ დროს რას აკეთებენ უკრაინელი მედროვე პოლიტიკოსები? ომის დაწყების შემდეგ საკუთარი განცხადებებით თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში თავს ესხმიან საქართველოს მთავრობას, გვასწავლიან ჭკუას, ზოგჯერ ცხინვალში გასეირნებას გვირჩევენ, ზოგჯერ მეორე ფრონტის გახსნას და ა.შ. ერთადერთი ვინც ტონი უნდა შეარბილოს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რომელიც უხეშად ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკაში, პატივს არ სცემენ და შეურაცხყოფენ ქართველი ხალხის არჩევანს! უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ საკუთარი გამრუდებული პოზიციის გამო, რომლებიც საკუთარ განცხადებებს სიცრუეზე და ცილისწამებაზე აგებენ, აღნიშნულით ისინი ნაციონალური მოძრაობის მესიჯებს აჟღერებენ, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები ასე არ უნდა იქცეოდნენ. უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები უხეშად არღვევენ როგორც მორალური ასევე პოლიტიკური თამაშის წესებს“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner