„McDonald's Corp-ში აცხადებენ, რომ, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტისა, უკრაინაში რესტორნების ხელახლა გახსნას გეგმავს“, - ამის შესახებ Reuters წერს.
მსოფლიოში სწრაფი კვების უმსხვილესმა ქსელმა, მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რესტორნები ორივე ქვეყანაში დახურა.
ომამდე, McDonald's-ს უკრაინაში 109 რესტორანი ჰქონდა. კომპანია არ აკონკრეტებს, ყველა მათგანის გახსნას გეგმავს თუ - მათი ნაწილის.