logo_geo
eng_logo
აფრიკაში საპროტესტო აქციების შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა
- +

11 აგვისტო. 2022. 19:06

 

 

აფრიკაში , სიერა-ლეონეში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დროს რვა სამართალდამცავი გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

გარდაცვლილთა შორის ექვსი კაცი და ორი ქალია.

 

ოთხშაბათს ასობით მომიტინგე გამოვიდა დედაქალაქ ფრიტაუნის ქუჩებში, რომელიც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ცხოვრების ხარჯების და ინფლაციის ზრდას აპროტესტებდა.

 

პროტესტმა ზოგ შემთხვევაში ძალადობრივი ფორმაც მიიღო. მძიმედ დაშავებული მომიტინგეებისა და უსაფრთხოების ძალების ზოგიერთი წევრის გრაფიკული სურათები და ვიდეო სოციალურ ქსელშიც ვრცელდება. დაფიქსირდა უსაფრთხოების ძალების მიერ მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner