logo_geo
eng_logo
გოდერძი ბუკიას ნაცვლად ხობის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია იქნება
- +

21 აგვისტო. 2016. 20:38



ხობის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია იქნება. ბერაია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად წარადგინა.



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია აქამდე ბანკ „ქართუში" მუშაობდა.



ხობის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის ახალი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წინა კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ბუკიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს და ამომრჩევლებს განცხადებით 20 აგვისტოს მიმართა, რომელშიც კანდიდატურის მოხსნის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ის ბიზნესში რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელების მიზნით ბრუნდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner