უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაკსიმ სუბხმა კაიროში, არაბთა ლიგის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიესალმება საბჭოს ძალისხმევას რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიებაში და იმედი გამოთქვა, რომ არაბული სამყარო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მან მოუწოდა არაბულ ქვეყნებს, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის - რუსული ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს.