უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა.
მისივე თქმით, ზამთრის დადგომამდე უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქიდან 220 000 ადამიანის გაყვანას გეგმავს. მათ შორის 52 000 ბავშვია.
სავალდებულო ევაკუაციის მიზეზად უკრაინის მთავრობა საბრძოლო მოქმედებების გამო დაზიანებულ გათბობის სისტემას ასახელებს, რის გამოც მოქალაქეები ზამთარში გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდებიან.