logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით
- +

11 აგვისტო. 2022. 23:41

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის კანცლერს უპასუხა. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი მხოლოდ პუტინის არ არის და მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს.

 

„ეს რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის. არა პუტინი, არამედ რუსი ჯარისკაცები მოდიან რუსეთიდან, რათა მოკლან, აწამონ და გაანადგურონ. რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს, მიესალმებიან რუსეთის დარტყმებს უკრაინულ ქალაქებზე და უკრაინელების მკვლელობას. მაშინ მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს გამართლებულად არ მიიჩნევს.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ესტონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩაკეტოს საზღვრები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზა აქვთ. ამასთან, გარკვეული კატეგორიის პირთათვის დაშვებულია გამონაკლისი. აკრძალვა ძალაში ერთ კვირაში შევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner