„ბოევიკები“ ქაშმირის რეგიონში თავს დაესხნენ ინდოეთის არმიის პოსტს. სროლის შედეგად 3 ჯარისკაცი და 2 თავდამსხმელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„სამი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა თავდასხმის დროს. ჯარებმა თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და ორი „ბოევიკი“ მოკლეს“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ინდოეთი ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისგან დამოუკიდებლობის 75 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
ინდოეთი ფლობს დასახლებული ქაშმირის ველს და ინდუსებით დომინირებულ რეგიონს ქალაქ ჯამუს ირგვლივ, ხოლო პაკისტანი აკონტროლებს ტერიტორიის ნაწილს დასავლეთში.