logo_geo
eng_logo
პუტინის დავალებით, მედვედევი დონბასის ოკუპირებულ ნაწილში ჩავიდა
- +

12 აგვისტო. 2022. 00:29

 

 

„რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში იმყოფება“, - ამის შესახებ ინფორმაციას მედვედევი საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს.

 

მედვედევი წერს, რომ ის შეხვდა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს.

 

მისი თქმით, ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, რუსეთის ფედერაციის პროკურორი იგორ კრასნოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი და სხვები.

 

„განვიხილეთ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათი კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, ინფრასტრუქტურის აღდგენას, საავადმყოფოების შეკეთებას და სასწავლო წლის დასაწყებად სკოლების მომზადებას, სოციალური პრობლემების მოგვარებასა და მოქალაქეების მხარდაჭერას“, - აცხადებს მედვედევი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner