„რუსებს შეტევაზე წასვლის ძალა აღარ აქვთ. საოკუპაციო ძალები მეორე კვირაა წარმატებას ვერ აღწევენ“. - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა.
„მეორე კვირაა მათი შეტევა წარმატებული არ არის. დიახ, ძალიან გვიჭირს, ზარალს ვიღებთ, მაგრამ ვიცავთ ტერიტორიას. რუსები დონეცკის ოლქის დაკავების პოლიტიკურ ამოცანას ვერ ასრულებენ“, - აცხადებს ჟდანოვი.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მუქარა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, შესაძლოა, პასუხი იყოს სამხრეთში უკრაინის კონტრშეტევაზე. ექსპერტმა აღნიშნა, რომ პროვოკაციები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო არგუმენტია, რადგან მას სხვა არგუმენტები რეალურად აღარ დარჩა.
ჟდანოვის თქმით, დამპყრობლებმა გამოიყვანეს ჯარები დონეცკის მიმართულებიდან და გადაიყვანეს ზაპოროჟიეში.
„ახლა მათ ჯარები გაიყვანეს. ისინი ეძებენ ნებისმიერ გზას, რომ უკრაინა წინ არ წავიდეს“, - დასძინა ექსპერტი.