logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ მთავრობის წარმომადგენლებსა და სამხედროებს მოუწოდა, არ გააჟღერონ უკრაინის თავდაცვითი გეგმების შესახებ დეტალები
- +

12 აგვისტო. 2022. 01:40

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წარმომადგენლებსა და სამხედროებს მოუწოდა, არ გააჟღერონ უკრაინის თავდაცვითი გეგმების შესახებ დეტალები.

 

„დღეს მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი რამ სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხედრო სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის, ასევე სხვა პირებისთვის, ვინც კომენტარს აკეთებს ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე, სარდლობის თავდაცვით ჩანაფიქრზე, კონკრეტული ოპერაციების მომზადებაზე და ა.შ.

 

ზოგადი წესი მარტივია: ომი ნამდვილად არ არის ამაოებისა და ხმამაღალი განცხადებების დრო. რაც უფრო ნაკლებ კონკრეტულ დეტალებს გააჟღერებთ ჩვენი თავდაცვითი გეგმების შესახებ, მით უკეთესი იქნება ეს თავდაცვითი გეგმების განხორციელებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

10 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა, დიმიტრი მარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს ხერსონის დეოკუპაციასა და ომის აქტიური ფაზის წლის ბოლომდე დასრულებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner