კალიფორნიის სპორტდარბაზში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Independent ავრცელებს.
ლეიტენანტმა მაიკ ტომპსონმა განაცხადა, რომ კამათი მოხდა სპორტდარბაზში ადამიანთა ჯგუფს შორის და როცა ისინი შენობიდან გამოვიდნენ, ავტოსადგომზე რამდენჯერმე გაისროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი სპორტდარბაზის კალათბურთის მოედანზე დაიწყო.
ამავე ცნობით, ერთი ადამიანი შენობის გარეთ ტროტუარზე დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. დაშავებულების დაზიანებების ხარისხი უცნობია, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო მეორეს ეძებენ. მონაწილეთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.