logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სუს-ი მსუბუქი ავტომობილებით აღარ უთვალთვალებს, ავტობუსებით დასდევენ ობიექტებს, ამ ვერსიას რომ მიაწვნენ „ნაცები“, მგონი, აჯობებს, ფანტაზიას მეტი გასაქანი ექნება
- +

12 აგვისტო. 2022. 11:50

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ნონა მამულაშვილზე შესაძლო თვალთვალის ფაქტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია postv-ის მიერ მოძიებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც დგინდება, რომ პირი, რომელსაც მამულაშვილი თვალთვალში ადანაშაულებდა, ტაქსის კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელია.

 

მისი თქმით, სუს-ი მსუბუქი ავტომობილებით აღარ უთვალთვალებს. ავტობუსებით დასდევენ ობიექტებს.

 

„ნონა მამულაშვილი რომელია იცით? დეპუტატი რომ არის „ნაცმოძრაობიდან“, კანონებზე რომ მუშაობს. აი, ის კანონი რომ მიიღო, აი, ისა, მოიცა, მოიცა. კანონი არ მახსენდება. არა კანონი არა, ის გამახსენდა, მაგიდაზე რომ შეხტა სხდომათა დარბაზში. ჰო, პრინციპში მეტი არაფერი გაუკეთებია, ამიტომ თავი რომ გაგვახსენოს და დაგვამახსოვროს, ფბ-ზე პოსტი დაუდვია, სუს-ი დამსდევსო. ეს „პოსტვ“ კიდე რა ტიპები არიან, არ აცალეს ადამიანს თავის გამოჩენა. გაურკვევიათ, რომ თურმე ის ავტომობილი სუს-ის თანამშრომელს კი არა, ერთ-ერთი ტაქსის კომპანიას ეკუთვნის, თავის საქმეს ასრულებს და ნონა მამულაშვილის პარლამენტარობის მსგავსად კი არა, მართლა მუშაობს და ხალხს ემსახურება. არადა, ახლა სუს-ი მსუბუქი ავტომობილებით აღარ უთვალთვალებს. ავტობუსებით დასდევენ ობიექტებს. მაგიტომ ჩამოუყვანიათ. ამ ვერსიას რომ მიაწვნენ „ნაცები“, მგონი აჯობებს, ფანტაზიას მეტი გასაქანი ექნება. საინტერესო კი ის არის, რომ ამ ცრუ ინფორმაციას 198 ადამიანი იწონებს და მათს უმრავლესობას სჯერა, რომ ნონა მამულაშვილს უთვალთვალებენ“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner