logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა ნიკა მელიაზე: უსამშობლოები რომ არ იყვნენ, არახამიებს და პოდოლიაკებს ანაცვალებდნენ საკუთარი ქვეყნის იმიჯს?
- +

12 აგვისტო. 2022. 12:45

 

 

„უსამშობლოები რომ არ იყვნენ, არახამიებს და პოდოლიაკებს ანაცვალებდნენ საკუთარი ქვეყნის იმიჯს? ესეც საკმარისია ამათი უსამშობლოებად წოდებისთვის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად მელია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უსამშობლოებს უწოდებს.

 

ფოჩხუა ნიკა მელიას მოუწოდებს, ჯერ საკუთარ მამას უწოდოს უსამშობლო, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი მისი სამშობლოა და მერე გაიშვიროს სხვისკენ ხელი:

 

„სიტყვა „ოცნება“ რომ ამოვიღოთ ამ მოჩმახული ტექსტიდან, ეს მართლა პუфი, ზუსტად აღწერს თავის პარტიას და პარტიის წევრებს. უსამშობლო კაცი სხვას ეძახდეს უსამშობლოს, სასაცილოა. უსამშობლოები რომ არ იყვნენ, ფარულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში მიიღებდნენ მონაწილეობას, სადაც ქვეყნის არევის თემები განიხილება და ჩააბარებდნენ ამდენ სტრატეგიულ ობიექტს ოკუპანტ ქვეყანას? არახამიებს და პოდოლიაკებს ანაცვალებდნენ საკუთარი ქვეყნის იმიჯს? ესეც საკმარისია, ამათი უსამშობლოებად წოდებისთვის. სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი მე სხვანაირად მესმის, ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვა, სტაბილურობა და სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ. საკუთარ მამას, რომლისთვისაც რუსეთი სამშობლოა (თვითონ თქვა), ჯერ მას უწოდოს უსამშობლო და მერე გაიშვიროს სხვისკენ ხელი“, - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner