თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე ბოლო ქართველი სპორტსმენი იყო, რომელიც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლისთვის იბრძოდა.
ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლა რუმინეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ სარიტოვთან დათმო და მედლის გარეშე დარჩა.
საქართველომ რიოს ზაფხულის ოლიმპიადა შვიდი მედლით დაასრულა - ლაშა ტალახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ოქრო; ვარლამ ლიპარატელიანი - ვერცხლი; ლაშა შავდათუაშვილი, შამაგი ბოლქვაძე, ირაკლი თურმანიძე, გენო პეტრიაშვილი - ბრინჯაო.
რიოს ზაფხული ოლიმპიადა 5 აგვისტოს დაიწყო და 21 აგვისტოს დასრულდება.