logo_geo
eng_logo
ნუგზარ შუშანია: ვტოვებ პარტია საქართველოსთვის და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდი ბოლო დროინდელი განცხადებებია
- +

12 აგვისტო. 2022. 14:40

 

 

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნუგზარ შუშანია პარტიასა და ამავე სახელწოდების ფრაქციას ტოვებს. მიზეზად კი „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებებსა და ქმედებებს ასახელებს. ამის შესახებ შუშანია სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს მიჰყვება, რაც შუშანიას თქმით, მისთვის მიუღებელია:

 

„ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდი ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომლებიც, ფაქტობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, მეტიც, ავსებს „ნაცმოძრაობას“ და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით - არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან, ვინც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებასთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება“, - წერს ნუგზარ შუშანია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner