logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა
- +

12 აგვისტო. 2022. 20:20

 

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა.

 

უკრაინის პრეზიდენტი პარლამენტარებს საომარი მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივებას სთავაზობს. კანონპროექტის თანახმად, ათვლა 2022 წლის 23 აგვისტოს დილის 05:30 საათიდან დაიწყება.

 

ამრიგად, საომარი მდგომარეობა, სულ მცირე, 20 ნოემბრამდე იმოქმედებს.

 

უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

 

უმაღლესმა რადამ ორჯერ გაახანგრძლივა საომარი მდგომარეობა: ჯერ 30 დღით, ხოლო 22 მაისს 90 დღით - 23 აგვისტომდე.ა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner