უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„რომის პაპს ვესაუბრე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და რუსეთის საშინელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. მადლობელი ვარ უკრაინისათვის ლოცვისთვის. ჩვენს ხალხს სჭირდება სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა, რომლებმაც მსოფლიოს უნდა გადასცენ სიმართლე უკრაინაში აგრესორის მიერ ჩადენილი საშინელებათა შესახებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.