სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის „ქართული ოცნებიდან" მარიამ ჯაშის შესახებ ბექა მჭედლიშვილი წერს:
„მარიამ ჯაშს რამდენიმე წელია ვიცნობ და ჩემთვის გამორჩეულია იმით რომ აქვს უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება სოლიდარობის ფონდის ბავშვების მიმართ და ზოგადად ფონდის მიმართ.
დაარსების დღიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფუძნდა ფონდი, მარიამი ხელმძღვანელობს მას და ამ დროის მანძილზე 270 ბავშვზე მეტის გადარჩენა შევძელით, რაშიც ცხადია, მარიამის წვლილი უდიდესია, ჰოდა უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ მას პოლიტიკაშიც და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი და პოლიტიკოსი იქნება!"- წერს მჭედლიშვილი.