logo_geo
eng_logo
სლოვენიის პრეზიდენტი: ევროპას არ ჰქონდა საკმარისად მკაცრი რეაქცია ვლადიმერ პუტინის აგრესიაზე 2014 წელს, როდესაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა
- +

12 აგვისტო. 2022. 23:02

 

 

ევროპას არ ჰქონდა საკმარისად მკაცრი რეაქცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესიაზე 2014 წელს, როდესაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა,- ამის შესახებ სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ეს იყო ცუდი სიგნალი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მას შეუძლია აკეთოს ის რაც სურს, ძალიან მცირე შედეგებით მისი ქმედებების სანაცვლოდ“, - განაცხადა პაჰორმა.

 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ როდესაც 24 თებერვლას რუსულმა ჯარებმა დაიწყეს ომი უკრაინის წინააღმედეგ, დასავლურ ქვეყნებს აღარ სურდათ იმავე შეცდომის გამეორება და აქედან გამომდინა იმავე დღეს მიიღეს საკმაოდ მკაცრი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.

 

სლოვენიის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამჯერად რუსეთის პრეზიდენტი არ ელოდა ევროპული ქვეყნების მსგავს სოლიდარობას.

 

ამასთან, სლოვენიის პირველმა პირმა განაცხადა, რომ გაოგნებული და იმედგაცრუებული იყო 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.

 

„იმედგაცრუებული ვარ, რადგან ძალიან ბევრი ჩავდე როგორც სლოვენიის პრეზიდენტმა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, რომ გვქონოდა კარგი ურთიერთობა რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინთან“, - განაცხადა სლოვენიის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner