logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე ნიკა მელიაზე: მკრეხელობაა „უსამშობლოს“ იარლიყი სხვებს მიაწებოს იმ პარტიის თავმჯდომარემ, რომლის ლიდერებიც ომის დროს ფართხაფურთხით ტოვებდნენ ქვეყანას, რომელიც იმ წუთებში აღარ იყო მათთვის სამშობლო
- +

12 აგვისტო. 2022. 23:36

 

 

„მისი მხრიდან ვინმეზე, „უსამშობლოს“ ძახილი არის დიდი მკრეხელობა“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ფეისბუქ სტატუსის შესახებ, რომლის თანახმად ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უსამშობლოები უწოდა.

 

ანჯაფარიძის თქმით, ამ პარტიის ლიდერებმა ფაქტობრივად საქართველოს დააბრალეს 2008 წლის ომის დაწყება. მაშინ იყო მათთვის საქართველო სამშობლო?

 

„2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნიკანორ მელია 29 წლის ჯეელი იყო, უშიშროების აკადემია დამთავრებული და სპეცმომზადება გავლილი. თუმცა, ომის დროს მას სამშობლოს დასაცავად გულმა და გონებამ რატომღაც არ გაუწია და აღსრულების ბიუროს ჩინოვნიკის კომფორტულ სავარძელში ამჯობინა ჯდომა. ამის შემდეგ მისი მხრიდან ვინმეზე, „უსამშობლოს“ ძახილი არის დიდი მკრეხელობა. კიდევ უფრო მეტი მკრეხელობაა „უსამშობლოს“ იარლიყი სხვებს მიაწებოს იმ პარტიის თავმჯდომარემ, რომლის ლიდერებიც ომის დროს ფართხაფურთხით ტოვებდნენ ქვეყანას, რომელიც იმ წუთებში აღარ იყო მათთვის სამშობლო. და ბოლოს, ამ პარტიის ლიდერებმა სტრასბურგში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც ფაქტობრივად საქართველოს დააბრალეს 2008 წლის ომის დაწყება. მაშინ იყო მათთვის საქართველო სამშობლო?“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner